თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ევაკუაცია გამოცხადდა. მგზავრები “პირველებს” უყვებიან, რომ მათ შენობა რამდენჯერმე დააატოვებინეს, მიზეზი დაუზუსტებელი ინფრომაციით, სავარაუდოდ ცრუ შეტყობინება გახდა.
ადგილზე მყოფი მოქალაქეები გვიყვებიან, რომ გამთენიისას აეროპორტში კინოლოგებიც მუშაობდნენ. ამ წუთებში აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. გეგმიურად ხორციელდება როგორც გაფრენა, ასევე მოფრენილი თვითმფრინავების მიღება.
“ორჯერ გამოგვიყვანეს გარეთ, შემდეგ კინოლოგებიც მოიყვანეს, რა ხდებოდა არ გვეუბნებოდნენ, თუმცა კინოლოგები რომ მოიყვანეს, მივხდით, რომ სავარაუდოდ, ბომბს შეიძლებოდა ეძებდნენ. შემდეგ კი შეგვიყვანეს, მარგამ რამდენად უსაფრთხოა არ ვიცით”, – ამბობს მგზავრი.