გზების დეპარტამენტი: რიკოთზე ავარია მოხდა, იზღუდება ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა

რიკოთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. იქამდე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ჩანდა საცობში მდგარი მანქანები.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია” – წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება