რადიო მარნეულის ცნობით, მარნეულში არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ჭრილობით იპოვეს – ის რეანიმაციაშია მოთავსებული.
როგორც ადგილობრივი გამოცემა ბავშვთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, თუმცა მოზარდის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი. გამოძიება კი მიმდინარეობს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს