ზურაბ ბატიაშვილი: ამ კაცის ენით საქართველოს ისტორია, დღევანდელობა და მომავალი გველაპარაკება, ათასჯერ რომ გადაჯეგეს და დაჩეხეს, მაგრამ ათასჯერვე რომ ფეხზე წამოდგომა შეძლო

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ამ კაცის ენით საქართველოს ისტორია, დღევანდელობა და მომავალი გველაპარაკება, ათასჯერ რომ გადაჯეგეს და დაჩეხეს, მაგრამ ათასჯერვე რომ ფეხზე წამოდგომა შეძლო.
ისინი ამისთანა ადამიანობას ებრძვიან და გიჟდებიან, რომ ფიზიკურად ვერსად მოიხელთეს, რადგან ის თითქოს არსადაა და ამ დროს ყველგანაა. ერთს დაიჭერ, მაგრამ ათასგან ახალი ძალით გამოჩნდება.
სად და როდის შეუტევს ეს უხილავი, მოუხელთებელი და არამატერიალური ძალა, ვერ ხვდებიან. მაგრამ ცხოველური ინსტიქტით კი ხვდებიან, რომ მასთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდებიან.
ამიტომ სძულთ ადამიანი და ადამიანობა, რასაც ვერავითარი ფულით ვერ იყიდი, ვერ დააშინებ, ვერ წაართმევ.
სწორადაც ეშინიათ. ეს დაამარცხებს მათ, თან ისე, რომ მათგან აღარაფერი დარჩება!

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”