“შოთი”, ქართული ტრადიციული სწრაფი კვების ბრენდი, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბრენდი, რომელმაც პოპულარობა შოთის პურში მოთავსებული ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტირებით მოიპოვა, ამიერიდან ჰოლდინგური კომპანია Wolves-ის მენეჯმენტის ქვეშ ექცევა. ახალი გუნდი მიზნად ბრენდის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარებას ისახავს, რაც მთავარია, მკაცრი სტანდარტების დაცვით.
ამიერიდან “შოთის” მთავარი დაპირებაა: “ტრადიციული გემო, თანამედროვე სტანდარტით” – რაც ნიშნავს არა მხოლოდ გემოვნური თვისებების შენარჩუნებას, არამედ კვების უსაფრთხოების, სისწრაფისა და ხარისხის სრულ შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან და, რა თქმა უნდა, HACCP-ის სტანდარტთან.
ბრენდზე, მისი განვითარების სტრატეგიასა და სიახლეებზე BM.GE ეკა მსხილაძეს, “შოთის” მფლობელი კომპანია “ფუდფრენჩაიზის” დირექტორს ესაუბრა.
