ვეტერანმა მეკარემ და ამჟამად იტალიის საფეხბურთო ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანლუიჯი ბუფონმა Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეხბურთის მესვეურებმა კარების ზომის გაზრდაზე უნდა იფიქრონ.
“სხვათა შორის ამ საკითხზე მეუღლესთან და ნათესავებთან ვსაუბრობდი. 1998 წელს, მაშინ როცა სერია A-ში თამაში დავიწყე, ჩემპიონატის ხუთ ყველაზე მაღალ მეკარეს შორის გახლდით. გასულ სეზონში “პარმასთან” ერთად სერია B-ში თამაშისას, ეს არ შეცვლილა და კვლავ ხუთ ყველაზე მაღალ მეკარეს შორის ვიყავი.
თანამედროვე კარის ზომა 1875 წელს შეიქმნა და დღემდე ასეა. დღესდღეობით ფრენბურთელები ბადის ზომის ცვლილებაზე მსჯელობენ, ჩემი და
სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობს, ამიტომ ეს საკითხი ვიცი.
ცხადია, ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა როდესაც კარში 2 მეტრიანი მეკარე დგას, მისთვის შორიდან გოლის გატანა ძალიან რთულია”, – განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.