ბარსელონას პოლონელმა კარის დარაჯმა ვოიჩეხ შჩესნიმ დაასახელა ფეხბურთელი, ვინც თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად აღაფრთოვანა.
„პედრიმ რაც წლევანდელ სეზონში გააკეთა, მსგავსი რამ სხვა არცერთი ფეხბურთელისგან არ მინახავს… როცა უყურებ, თუ დაცვაშიც და შეტევაშიც გუნდის თამაშს როგორ აკონტროლებს, ფიქრობ, რომ ის შესანიშნავია! პედრი არის მოთამაშე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა. არ ვიცი, მისი გენიოსობა რაში მდგომარეობს, მაგრამ, ფაქტია, ბურთს არასოდეს თმობს.“ – შჩესნის ნათქვამს ციტირებენ Goal და Foot truck podcast.
შეგახსენებთ, რომ პედრიმ გასულ სეზონში 59 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აგრეთვე, მან ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის „რეალს“ გაუტანა შესანიშნავი გოლი.
რაც შეეხება შჩესნის, მან წინა სეზონში ტურინის „იუვენტუსში“ თამაშისას კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ „ბარსელონას“ მთავარი მეკარის, გერმანელი მარკ-ანდრე ტერ-შტეგენის ტრავმის შემდეგ ზამთარში პოლონელი კატალონიურმა გრანდმა მიიპატიჟა.
“ბარსელონას” და მსოფლიოს ვაფრთხილებ” – ბეილის განცხადება
“სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ, თუმცა…” – შჩესნიმ კონკურენტის შესახებ ისაუბრა
“ბარსელონას” პედრი დაუბრუნდა
ევრო 2016: თავისუფალი აგენტები ევროპის ჩემპიონატზე
პედრი: ლევანდოვსკი 60 წლამდე ვერ ითამაშებს, ჰოლანი უნდა დავიმატოთ
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი
პედრიმ ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
“ბარსელონას” და მსოფლიოს ვაფრთხილებ” – ბეილის განცხადება
შჩესნიმ “ბენფიკასთან” მატჩში რეკორდი დაამყარა
პედრი ელ კლასიკოს წინ: ყოველთვის რონალდოსთან ერთად თამაში მსურდა
ტრანსფერ ONLINE. 4 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
“ბარსელონამ” დაადასტურა – დე იონგი და პედრი “ნაპოლისთან” ვერ ითამაშებენ
ტურინის “იუვენტუსის” სიახლეები: გატეხილი გული და “ბებერი ქალბატონი”
პედრი და “ბარსელონა” შეთანხმებას ცდილობენ – ახალგაზრდა ფეხბურთელი სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგლძრივებს
