„იმედი L“-ის ყოფილმა მფლობელებმა რამდენიმე მილიონიანი დავა „ალდაგს“ სააპელაციო სასამართლოშიც მოუგეს

„კომერსანტის“ ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის ყოფილმა მფლობელებმა რამდენიმე მილიონიანი დავა „ალდაგს“ პირველი ინსტანციის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოშიც მოუგეს.
სასამართლო დავა 2012 წელს განხორციელებულ ბიზნესს ტრანსფერებს უკავშირდება, როდესაც „ალდაგმა“ „იმედი L“ 5 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც კომპანიის სიმძლავრეებიდან გამომდინარე იმ დროს სრულიად არაადეკვატური ფასი იყო.
როგორც „იმედი L“-ის ყოფილი მფლობელები აცხადებდნენ, კომპანიის გასხვისება აქციონერების ნებით არ მომხდარა და სადაზღვევო კომპანია მათ იძულების გზით, სრულიად არასაბაზრო ფასად დაათმობინეს. მათი თქმით, აქციონერები იძულებულნი იყვნენ კომპანია დაინტერესებული მხარის, „სა“ და „ალდაგის“ მიერ შეთავაზებულ ფასად გაეყიდათ.

დღეს კი „იმედი L“-ის დამფუძნებლები „ალდაგისგან“ სამართლიანი საბაზრო ფასის ანაზღაურებას ითხოვენ, რაც რამდენიმე მილიონი დოლარია.
არსებული სასამართლო დავის დეტალებთან დაკავშირებით „კომერსანტი“ „იმედი L“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელს დაუკავშირდა, მაგრამ ლაშა ნიკოლაძემ სასამართლოს კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, „ალდაგმა“ „იმედი L“-ის შერწყმა შესყიდვიდან რამდენიმე თვეში განახორციელა. 2 წლის შემდეგ კი კვლავ აღადგინა „იმედი L“-ის სახელი.