“ანგლო-საქსები” მოსკოვს ტოვებენ თამაშგარე მდგომარეობაში – დიდ “ოფსაიდში”– კოტე კემულარია

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
ტრამპის და მისი უახლესი თანამებრძოლების ბოლო განცხადებებით განხიბლულმა, თანამედროვე კრემლის მთავარმა “გურუმ”—დუგინმა აღიარა რომ—ზოგადად— “დემოკრატია არ უყვარს”!
“მივესალმე ტრამპის მოსვლას და მომხიბლა “მაგას” ენერგიამ, მაგრამ დიპსტეიტმა ესეც გადააქცია ყველაზე ცუდ მმართველობადო”— წუწუნებს იმედგადაწურული დუგინი… რუბიომ თქვა რომ-“ორივე პალატის სპიკერი მზად არის რუსეთზე ახალი სანქციების მისაღებად…” პუტინზე სენატორ კენედის გუშინდელი ძალიან ცუდი სიტყვების შემდეგ, ტრამპი დღეს აცხადებს რომ “ძალიან უკმაყოფილო ვარ პუტინის ქმედებებით და ორშაბათს განვაცხადებ ჩემს გადაწყვეტილებას ს მიმართო”!!! მოსკოვში უკვე კარგად იციან რომ, ამ განცხადებაში მათთვის კარგი არაფერი იქნება… ბაქო და ერევანი აბუ დაბიში პირისპირ შეხვედრაზე, შეთანხმდნენ სამშვიდობო თანამშრომლობის პარამეტრებზე…რუსეთის ჩართულობის გარეშე!!! სამხრეთ კავკასია თავისუფლდება რუსეთისგან!!! ბაქო უკვე აცხადებს: გრძელვადიან პერსპექტივაში -აზერბაიჯანი და ყაზახეთი იქნებიან ევროპისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებლებიო… ასევე მიმდინარეობს ირანთან საუბარი მისი ამ პროექტში ჩართვის შესახებ!!! გუშინ, რუსეთის საზღვრებთან, კურილიის კუნძულების მიმდებარედ, – იაპონიის დიდი სამხედრო მანევრები ჩატარდა აშშ 300 ერთეული მძიმე ავიაციის მონაწილეობით.. მათ შორის—უახლესი “ფანტომების”-F35 -ის ორი ესკადრილიის ჩართულობით… ასეთი მასშტაბის მანევრები “ისე” არ ტარდება!!! “ანგლო-საქსები” მოსკოვს ტოვებენ თამაშგარე მდგომარეობაში—დიდ “ოფსაიდში”…
საქართველოსთვის “შიდა დერეფნის” პროექტის კარი არის ღია, ოღონდ იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც იქნება რუსული გავლენისგან დამოუკიდებელი, როგორც ეს ჩაწერილია აშშ სენატის განხილვაზე მყოფ “მეგობარ” აქტში!!!