ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურებთან დაკავშირებით, სპეციალიზებული კომპანია EVISA გვიზიარებს სიახლეებს, რომლებიც 2025 წლის მაისიდან შევიდა ძალაში.
ამერიკაში მოგზაურობას ან საქმიან ვიზიტს თუ გეგმავთ, შეგიძლიათ გაეცნოთ პორტალს – “ამერიკის სავიზო მომსახურება“. შეიტყვეთ თუ რა ეტაპებია გასავლელი ამერიკის ვიზაზე განაცხადის შესატანად, ასევე რა დოკუმენტები დაგჭირდებათ რომ წარადგინოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რომ თავიდან აირიდოთ ხშირად დაშვებული შეცდომები.
ამერიკის ვიზის პროცედურებში შეტანილი ცვლილებები ბევრი აპლიკანტისთვის დამაბნეველი და სტრესული აღმოჩნდა. სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები თუკი კითხვის ნიშნებს აჩენს, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია EVISA-ს – თქვენი ერთგული პარტნიორი აშშ-ის ვიზის მიღებაში სრული პროცესის განმავლობაში.
ამ სტატიაში კი გაიგებთ ყველა იმ ძირითადი ბოლო რეფორმის შესახებ, რაც ყველა აპლიკანტმა უნდა იცოდეს.
ცვლილებები ამერიკის ვიზის აპლიკაციაში
2025 წლის ცვლილებებთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ძალიან შემცირებულია ინტერვიუს მოლოდინის დრო. წინა წლებში თუკი აპლიკანტებს თვეები სჭირდებოდათ ლოდინი, რომ ინტერვიუს თარიღი დაეჯავშნათ და გასაუბრებაზე შესულიყვნენ, ახლა უკვე 1-2 კვირაში იგეგმება ამერიკის ვიზის გასაუბრება.
აპლიკანტებმა გასაუბრებაზე უნდა წარადგინონ იმავე შტრიხკოდით (AA-) შევსებული DS-160, რაც გამოყენებულია ინტერვიუს დაჯავშნისას. თუ ნომრები შესაბამისი დაემთხვევა — ინტერვიუზე აპლიკანტი არ დაიშვებით. იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელს აუცილებლად ჭირდება DS-160 აპლიკაციის კოდის ცვლილება, აუცილებელია, რომ ჩანიშნული ინტერვიუ გაუქმდეს, ხელახლა შეივსოს ახალი აპლიკაცია, თავიდან მოხდეს სავიზო მოსაკრებელის გადახდა და შემდეგ ჩაინიშნოს ინტერვიუსთვის ახალი თარიღი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ DS-160 აპლიკაციის წარდგენა უნდა მოხდეს გასაუბრებამდე მინიმუმ 2 სამუშაო დღით ადრე. დაგვიანებული აპლიკაციები არ მიიღება.
ვიზის გასაახლებლად ინტერვიუ აუცილებელია
მომდევნო მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ დროებით შეუძლებელია გასაუბრების გარეშე განაახლოთ ამერიკის ვიზა. ეს ეხება C1/D, F, J, H, L, O და P კატეგორიის ვიზებს, ამ ეტაპზე ვიზების გასაახლებლად ინტერვიუზე დასწრება საჭიროა.
პლატფორმის ცვლილება
შეიქმნა ახალი პორტალი ინტერვიუს თარიღის ჩასანიშნად. თუ აპლიკანტის მონაცემები ძველ სისტემაში უკვე შეყვანილია, ახალ პლატფორმაზე რეგისტრაცია მაინც საჭიროა.
გადახდის მეთოდების ცვლილება
სავიზო მოსაკრებლის გადახდის წესი გამარტივდა. განმცხადებელს უკვე შეუძლია სავიზო მოსაკრებელი გადაიხადოს მობაილბანკით, საბანკო ბარათით, paybox-ით ან მიმართოს ბანკს ინვოისით.
პასპორტის გატანის მისამართის ცვლილება
TNT ოფისის ნაცვლად, პასპორტის გატანას შეძლებთ VFS ოფისიდან. მისამართი: თაქთაქიშვილის 11, თბილისი.
სავიზო პროცედურის მხოლოდ ერთი ნაწილია აპლიკაციის შევსება. თუ გსურთ მიიღოთ ამერიკის ვიზა, აუცილებელია აპლიკანტმა წარადგინოს რიგი დოკუმენტები, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებელი, ქორწინების მოწმობა, და სხვა. Evisa-ს ერთ-ერთი სერვისი – ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსება ნათლად აჩვენებს თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება აპლიკაციის შევსების დროს, რა თანხა იქნება გადასახდელი, რა დროის შუალედში უნდა მოხდეს გასაუბრების ჩანიშვნა.
(R)
