საქართველოს ბანკმა, ახალი კამპანია — იკითხე მეტი წამოიწყო. ინიციატივა წიგნების თაროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციაა.
ქალაქის ქუჩები სავსეა ციტატებით, რომლებსაც ახალგაზრდები ხშირად იმახსოვრებენ, ფოტოებს უღებენ, თუმცა მათი ავტორები და კონტექსტი ბევრისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ, პროექტი მიზნად ისახავს ციტატებს მიღმა არსებული ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენას და მისი წაკითხვის წახალისებას.
კამპანიის პირველ ეტაპზე ქალაქის კედლებზე არსებულ ლიტერატურულ გრაფიტებზე — იკითხე მეტის სპეციალური სტიკერები გამოჩნდა. ისინი QR კოდთან ერთად, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მარტივად გაიგონ, თუ ვინ არის კონკრეტული ციტატის ავტორი და რომელი ნაწარმოებიდანაა ამონარიდი. QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი გადადის სპეციალურად შექმნილ პლატფორმა — ikitkhemeti.ge-ზე, სადაც თავმოყრილია ცნობილი ფრაზები და განთავსებულია წიგნი, რომლიდანაც ისინი აღებულია.
აღსანიშნავია, რომ — იკითხე მეტი კამპანიის ფარგლებში, სტუდენტები ბიბლუსში Student Card-ით გადახდისას ამ წიგნებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. თუ ჯერ არ გაქვს საქართველოს ბანკის Student Card, შეუკვეთე მარტივად აქ.
იკითხე მეტი გრძელვადიანი ინიციატივაა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.