ბაღდათში, კორპუსის ეზოში სანიაღვრეებისა და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების დროს, მიწა ჩამოიშალა. ბაღდათის მერიამ Facebook-ზე დაწერა, რომ 19 ოჯახს დროებით ალტერნატიულ საცხოვრებლებს შესთავაზებენ.
აი, ფაქტის თანახმად, მერიას პოსტში არ უხსენებია, რომ ეს კორპუსი 2024 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე შეფასებული იყო, როგორც მეწყერსაშიში ზონა.
აი, ფაქტი წერს, რომ ბიულეტენის მიხედვით, ტერიტორია მიეკუთვნება საშუალო რისკის ზონას და რეკომენდაციებიც კონკრეტულად იყო გაწერილი – საყრდენი კედლების აღდგენა, სანიაღვრეების მოწყობა, ფერდობის გამწვანება და ჭანჭრობის დრენირება.
“მერიამ აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 2025 წლის 5 მარტს გამოაცხადა და ხელშეკრულება შპს საქმილსადენმშენს გაუფორმა. საერთო ღირებულება 844 844 ლარია, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო 168 968. სამუშაოების დასრულების ვადად 2025 წლის 29 სექტემბერია განსაზღვრული”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
