დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარეს

დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარეს
სენაკში, „სორტას საველე ბანაკის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს.
სწავლებაში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
სწავლება, დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად.
აღნიშნული სწავლება, საველე შეკრების – „მსტოვარი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა და მას გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. შეკრების მთავარი ამოცანა იყო ქვედანაყოფების მოქმედების შეფასება, საველე დაგეგმარება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და დაზვერვის ტაქტიკურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვება.
Previous: ევროპა არ იმჩნევს ისეთ „უმნიშვნელო” მონაკვეთს, როგორიც საქართველოა და ძაბავს პარტნიორთან ურთიერთობებს „იუკნავიჩიენების” მერკანტილური ინტერესების სასარგებლოდ

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს