დეივიდ ლემი: საქართველოს კორუფციულ ქმედებებს ყურადღებით გავეცნობი

გუშინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ ლემიმ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რა დროსაც, მას კითხვა ასევე დაუსვეს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე „ქართული ოცნების” წევრების „გადამალულ ფინანსებთან” დაკავშირებით.
„თქვენ დიდ ძალისხმევას დებთ იმაში, რომ ლონდონი ყოფილიყო მსოფლიოს ანტიკორუფციული დედაქალაქი, რასაც ძალიან გიფასებთ. ამ კონტექსტში მსურს ძალიან მოკლედ ვისაუბრო საგარეო ტერიტორიებზე საქართველოსთან მიმართებაში.
საქართველოში, მმართველი პრორუსული პარტიის „ქართული ოცნების” წამყვანი წევრები, მაშინ, როცა სჯიან სამოქალაქო საზოგადოებასა და ზღუდავენ საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო თავისუფლებებს, სავარაუდოდ, იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს, რათა დამალონ და დაფარონ საკუთარი ქონება.
ამავე დროს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა კვლავ გადააცილა ვადას, რომ წარედგინა საჯაროდ ხელმისაწვდომი ბენეფიციარი მესაკუთრეების რეგისტრების დანერგვაზე გეგმა. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილია ეს მსოფლიოსთვის?”, – ჰკითხეს მას.
დეივიდ ლემიმ აღნიშნა, რომ ის ამ საკითხს არ იცნობს დეტალურად, თუმცა შეისწავლის და პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთანაც გამოხატავს:
„ეს საშინელი გზავნილია და სწორედ ამაზე ვაგრძელებთ დისკუსიას ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებთან. ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით. სწორედ ამიტომ ვგეგმავ მომავალ წელს ფინანსურ გამჭვირვალობაზე კონფერენციის გამართვას
[…] მე დეტალურად არ ვიცნობ საქართველოს შესახებ და იქ არსებულ კორუფციულ აქტივობებზე საკითხს, თუმცა მას ახლოდან შევისწავლი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან საკითხს წარმოვადგენთ”.