შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405214726) გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
· -პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
· -შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:
· -ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
· -უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
· -შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N37მ, მე-8 სართული, ოთახი N5 (ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.