გერმანია დამატებით 15 F-35 გამანადგურებლის შეძენას გეგმავს

გერმანია გეგმავს დამატებით 15 F-35 გამანადგურებლის შეძენას. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აღნიშნული გერმანიას საშუალებას მისცემს -ში წარმოებული გამანადგურებლების ფლოტი 50-მდე გაზარდოს.
გერმანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკვეთა ასევე შეესაბამება ნატოს მოკავშირეებს შორის შეთანხმებას, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დან მომავალი საფრთხის ფონზე მათი კოლექტიური თავდაცვის ხარჯები 5%-მდე გაიზარდოს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გერმანიასა და საფრანგეთს შორის FCAS პროექტის კონფიგურაციასთან დაკავშირებით უთანხმოება კვლავ რჩება, რის გამოც გადაწყვიტეს გამანადგურებლები აშშ-სგან იყიდონ. მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი FCAS-ს 80%-ს ითხოვს.