2024 წელს საქართველოში 2 452.5 ტონა თევზი აწარმოვეს – 17 ტონით ნაკლები, ვიდრე 2023 წელს – ამის შესახებ საქსტატის აკვაკულტურის სექტორის მიმოხილვის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში თევზის წარმოება ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება, 2021 წლიდან დღემდე კი კლება 14%-ს შეადგენს.
2021 – 2 861.1 ტონა
2022 – 2 791.7 ტონა
2023 – 2 469.5 ტონა
2024 – 2 452.5 ტონა
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 1 191.7 ტონა, კვლავ ცისარტყელა კალმახი აწარმოვეს. მეორე ადგილზეა კობრისებრი ჯიშის თევზი, კერძოდ:
