“ლივერპულის” ქალთა გუნდის ლიდერი ოლივია სმიტი კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მეთოფეები” “სქაუზერებს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს გადაუხდიან, რაც ქალთა ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხა და პირველი მილიონიანი გარიგებაა.
20 წლის კანადელი პოზიციით მარჯვენა გარემარბია, მან გასულ სეზონში 25 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.
რაც შეეხება “არსენალს”, “მეთოფეები” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ და როგორც ჩანს, მომდევნო სეზონს კიდევ უფრო ძლიერი შემადგენლობით შეხვდებიან.
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 1:2 დამარცხდა
საქართველო – კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში
