ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი – ჩვენ გავანადგურეთ მათი სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება მოლაპარაკებებით მიიღწევა, მისასალმებელი იქნება, თუმცა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს დიპლომატიით ვერ მოხერხდება, მაშინ საქმეში ისრაელის სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.
„ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი, „ჰამასს“ აღარ უნდა ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი ძირითადი პირობები. ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა. ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება. ჩვენ განვაგრძობთ კომბინირებულ მიდგომას – პირველ რიგში, დიპლომატიას, მაგრამ თუ ეს არ გაამართლებს, მაშინ სამხედრო ძალას მივმართავთ, რათა მისია სრულად შესრულდეს“, -განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება