16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა. სამწუხაროდ, ეს მოხდა ჯგუფური ეტაპის მე-3, ბოლო შეხვედრაში. შესაბამისად, ჩვენმა გოგონებმა ჯგუფის საწყისი 2 შეხვედრა წააგეს – 57:84 სომხეთთან და 33:60 კვიპროსთან.
ჰოდა, გიორგი გოლიაძისა და მაია ჩარგეიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა მთელი ჯავრი გიბრალტარზე ამოიყარა. გიბრალტარი საქართველოს მსგავსად მოუგებელი იყო, რომელმაც სომხეთთან და კვიპროსთან ჯამში 148 ქულით ქულით წააგო. საქართველომ მეტოქე არ დაინდო და 83-ქულიანი სხვაობით – 113:30 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგიანობა ეკატერინე ქართველიშვილმა გამოავლინა, რომელმაც 18 ქულა, 6 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი ანა მესტუმრიშვილი გახდა 22 ქულით, 15 ქულა მარიამ ყაველაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
ჯგუფური ეტაპი ქართველებმა მე-3 ადგილზე დაასრულეს და ბრძოლას V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა და ის მოლდოვა, ან კოსოვო იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და რომელიც წააგებს, მეორე ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს და საქართველოს შეხვდება. ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში საქართველო ტურნირზე მე-5 ადგილის დასაკავებლად ითამაშებს.
GBF.GE
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
სალომე სვანის 62 ქულა, 16 ჩაჭრა და საქართველოს 88-ქულიანი გამარჯვება გიბრალტართან
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა მარცხი ევროპის C დივიზიონში

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში