ოთხშაბათს საღამოს, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ დიდ ინდუსტრიულ კომპლექსში საკანალიზაციო სისტემისთვის განკუთვნილი 18 ფუტის დიამეტრის მქონე მშენებარე გვირაბი ჩამოინგრა, რის შედეგად 31 მუშა გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.
ისინი მიწის ქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჩამოშლილმა მიწამ ადამიანები პატარა ჯგუფებად დაყო, თუმცა მათ შეძლეს ნაშალი მიწა გაეთხარათ, ძალები გააერთიანეს და სამაშველო სამსახურის მოსვლამდე ნანგრევების ნაწილიც გასუფთავებაც მოახერხეს
ადგილზე 100 მეტი მაშველი იქნა მობილიზებული, დაზარალებულები გვირაბიდან ამწეზე მიმაგრებული პატარა პლატფორმის საშუალებით ამოიყვანეს, საბედნიეროდ, ინციდენტმა სერიოზული ტრავმების გარეშე ჩაიარა.