Royal Caribbean-თან მემორანდუმის გაუქმებით საქართველომ საკრუიზო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა დაკარგა – TCRC

2011 წელს – აჭარის მთავრობასა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან საკრუიზო კომპანია Royal Caribbean თან დადებული მემორანდუმით, 2012 წლიდან ბათუმში საკრუიზო ბიზნესმა ფუნქციონირება დაიწყო, მემორანდუმი ბათუმში საკრუიზო ნავსადგურის მშენებლობას ითვალისწინებდა. ნავმისადგომის დაგრძელებით ნავსადგურში შესაძლებელი იქნებოდა დიდი ზომის ლაინერების მიღება, – წერია TCRC მიმოხილვაში.
იმ დროს, ს ნავსადგურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო Royal Caribbean-ის პარტნიორმა კომპანიამ Land Design-მა. კომპანიები პროექტის განხოციელებას საკუთარი დაფინანსებით გეგმავდნენ და საუბარი იყო 35 მლნ დოლარის ინვესტიციაზე.
„2012 წელს ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო სტანდარტების 10 საკრუიზო ლაინერი შემოვიდა, 2013 წელს შემოსული საკრუიზო ლაინერების რაოდენობა 16 მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 33 მდე, 2015 წელს მხოლოდ 11 ლაინერი შემოვიდა, 2016 წელს კი – 0.
წარმოდგენილი სტატისტიკით დასტურდება, რომ ბათუმში საკრუიზო ბიზნესმა 2012 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო და 2012 – 2016 წლებში ხდებოდა ტურისტული ნაკადის შემოყვანა.
2014 წლის ოქტომბერში – ბათუმის ნავსადგურში უდიდესი საკრუიზო ხომალდი “MS Thomson Celebration” ესტუმრა, ამერიკულ – ჰოლანდიურ ლაინერზე 1800 მდე მგზავრი იმყოფებოდა.
ამ მოკლე პერიოდში – ბათუმის ნავსადგურში შემოსული საერთაშორისო სტანდარტებისსაკრუიზო ლაინერებიდან განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდა: “RIVIERA” (1150 ტურისტი), “Seven Seas Mariner” (750 ტურისტი), “Prinsendam” (800 ტურისტი), “ MS Thomson Celebration” (1250 ტურისტი).
საერთაშორისო კომპანია Royal Caribbean თან ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, ნავარაუდევი იყო მომდევნო წლებში საკრუიზო გემთშემოსვლების რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდა.
მოგვიანებით 2016 წლის მარტში – აჭარის მთავრობამ საერთაშორისო კომპანია Royal Caribbean თან, ხელმოწერილი მემორანდუმი გააბათილა, რის შედეგადაც საკრუიზო ბიზნესის შეჩერების პარალელურად ბათუმში საკრუიზო ნავსადგურის მშენებლობის პროექტიც ჩაიშალა.
მემურანდუმის გაუქმებას საფუძვლად ედო – აჭარის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის განცხადება იმის თაობაზე, რომ „Royal Caribbean-მა ვერ წარმოადგინასაჭირო დოკუმენტაცია და არ აიღო საკუთარ თავზე კონკრეტული ვალდებულებები“.
აჭარის მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნა ემყარებოდა Royal Caribbean ის მიერ კონკრეტული ფინანსურ გაანგარიშების წარმოდგენას, რაც დაეფუძნებოდა წელიწადში 300 ათასი ვიზიტორის და 300 მლნ ლარის შემოსავლის აკუმლირებას.
აჭარის ხელისუფლება Royal Caribbean-ისგან ითხოვდა ოპერირებისგან მიღებული შემოსავლების და ფინანსების დეტალიზირებას, კერძოდ გათვალისწინებული უნდა ლაინერის ბათუმში გაჩერების პერიოდში ტურისტების მიერ დახარჯული თანხების მოცულობები.
ბუნებრივია, Royal Caribbean ის მხრიდან ფინანსური ასპექტების ასეთი დეტალიზირება, ბიზნესის დაწყების საწყის ეტაპზევე მიუღწევად ამოცანას წარმოადგენდა, შესაბამისად კომპანიამ უარი განაცხადა პროექტის შემდგომ გაგრძელებაზე.
Royal Caribbean თან მემორანდუმის გაუქმებით ქვეყანამ საკრუიზო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა დაკარგა“, – აღნიშნავენ TCRC-ში.