ვლადიმირ სოლოვიოვი: დედას გიტირებთ, აღგვით მიწისაგან პირისა. აი რეალურად, თავი ვინ გგონიათ ამერიკელებო? (ვიდეო)

კრემლის პროპაგანდისტმა, ჟურნალისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა, საკუთარი გადაცემის ეთერში დონალდ ტრამპს ბირთვული იარაღით დაემუქრა.
სოლოვიოვმა მედიაში გამოქვეყნებულ, სავარაუდოდ, -ს პრეზიდენტ ს აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის მაისით თარიღდება.
“პუტინს მე ვუთხარი, “თუ ში შეიჭრები, მოსკოვს დავბომბავ. გეუბნები, სხვა არჩევანი არ მაქვს-მეთქი” და ის ამბობს, “არ მჯერა შენიო.” მან თქვა, “შანსი არ არისო” და მე ვთქვი, “შანსია.” მერე მან მითხრა, შენი არ მჯერაო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 10%-ით დამიჯერა.
მერე ჩინეთის პრეზიდენტ სი [ძინფინგთან] ვარ და მათაც იგივე ვუთხარი. “თუ ტაივანში შეიჭრებით, პეკინს დავბომბავ-მეთქი.” მან იფიქრა, რომ მე გიჟი ვარ. მითხრა “პეკინი?! პეკინს დაბომბავო?” მე ვუთხარი, “სხვა არჩევანი არ მაქვს. თქვენი დაბომბვა მომიწევს. პეკინს დავბომბავთ” და მანაც არ დამიჯერა, მან თქვა 10% და ეს 10% სულ ისაა, რაც გჭირდება. სინამდვილეში, 5%-იც საკმარისი იქნებოდა”. – ისმის ჩანაწერში.
გაბრაზებულმა სოლოვიოვმა ტრამპს ამ სიტყვებით მიმართა:
“ასეთი მარტივი კითხვა გამიჩნდა. რამდენი %-ით დაიჯერებს ტრამპი, თუ ვიტყვით, რომ ამერიკას მიწასთან გავასწორებთ. რამდენი %-ით დაიჯერებს ტრამპი, როდესაც მიხვდება, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად ამოქმედებული 2 პოსეიდონი წარმოქმნის რადიოაქტიურ ცუნამის, რომელიც საუკუნოდ შექმნის ამხანაგ სტალინის სახელობის სრუტეს.
რამდენად მიხვდება ან დაიჯერებს ამხანაგი ტრამპი, როდესაც გაიაზრებს, რომ ჩვენი გარკვეული სერიის წყალქვეშა ნავები აღჭურვილია საკმაოდ ძლიერი იარაღით, რომელსაც ვერც ოქროს, ვერც ბრილიანტის და ვერც მძ***რის გუმბათი ვერ დაიცავს[…].
დედას გიტირებთ, აღგვით მიწისაგან პირისა. […] თქვენ რა შეიშალეთ? თავი ვინ გგონიათ? აი რეალურად, თავი ვინ გგონიათ ამერიკელებო?[…]
ცოტა აზრზე მოდით, პირუტყვებო. ხალხს არ მივმართავ, იმათ ვეუბნები ვინც ტრამპს ამ იდიოტურ წინადადებებს უჩურჩულებს ყურში”.