მზის ენერგიის მომხმარებლები ძირითადად კომერციული სეგმენტია, თუმცა საყოფაცხოვრებო სადგურების რაოდენობამაც იმატა – „სოლარი“

კომპანია “სოლარი” ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლებს მზის სადგურების პროექტირებას, მასალა მოწყობილობების მონტაჟს სთავაზობს. როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან მ აღნიშნა, მზის ენერგიის მომხმარებლები ძირითადად კომერციული სეგმენტია.
ლევან კობახიძის ინფორმაციით, მზის ენერგიის მოხმარება, ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებითაც გაიზარდა.
“ამჟამად, ძირითადად აქცენტს პროექტების შესრულებაზე ვაკეთებთ. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლები შეგვიძლია, 2 ნაწილად გავყოთ: საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლები. შეიძლება ითქვას, რომ დამკვეთების ძირითადი ნაწილი კომერციული სეგმენტია, თუმცა საყოფაცხოვრებო სადგურების რაოდენობამაც იმატა.
სემეკის მიერ ახალი რეგულაციაა მიღებული – ნეტო აღრიცხვა ნეტო დარიცხვით ჩანაცვლდა, როგორც მოგეხსენებათ, ნეტო აღრიცხვამ სფეროს იმ დონემდე განვითარება მოიტანა, რომ როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებით მზის ენერგიის მოხმარება გაიზარდა – სემეკის მხრიდან ძალიან კარგი ინიციატივაა!
კადრების მიმართულებას რაც შეეხება – ჩვენს კომპანიაში 10-მდე მუდმივი კადრია დასაქმებული. გადამზადებული კადრების საჭიროება ნამდვილადაა. ასევე ვისურვებდი, რომ გადამზადების ხარისხი უფრო მაღალი იყოს”, – აღნიშნავს ლევან კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “სოლარი” 2007 წელს დაფუძნდა. ამასთან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლებს მზის სადგურების პროექტირებას, მასალა მოწყობილობების მონტაჟს სთავაზობს.
bp.ge