AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო

ციფრული ტრანსფორმაცია და ს გამოყენება საავტომობილო ინდუსტრიაში – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც „ ჰოლდინგის“ უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Change Inspire-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზის პროცესში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში — ეს იყო კონფერენციის მთავარი თემები წელს.