თამო კეშელავა: ბიჭო, თქვით ახლა ეს ასე მარტივად, რომ გავიგოთ და სახის შენარჩუნების ნარატივს რამეს ჩვენ თვითონ მოგიფიქრებთ, რა ვქნათ მეტი?:)

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
თუ ლელო არ გადის არჩევნებზე და დგება ხალხთან ერთად რუსთაველზე, აძლიერებს პროტესტს, მივესალმები სიხარულით, თუ ბოიკოტში მეცხრეა, ოკეი, რაც უნდათ ის თქვან, სახის შენარჩუნების ამბავში ლელოსა და ამომრჩეველს შორის, სიტყვასაც არ ვიტყვი, ოღონდ, ამ ბუნდოვანებამ ძალიან გადაგვღალა და მარტივად რომ თქვან ხომ შეიძლება:
–კი, გავდივართ.
–არა, აღარ გავდივართ და ვიქნებით ერთიანობის ნაწილი.
რომელი?
ბიჭო, თქვით ახლა ეს ასე მარტივად, რომ გავიგოთ და სახის შენარჩუნების ნარატივს რამეს ჩვენ თვითონ მოგიფიქრებთ, რა ვქნათ მეტი?:)
მართლა ძალიან გამიხარდება ისე, პროცესს სჭირდება და იმიტომ.
პ.ს.
გავერთე და სალომე კი დამრჩა სალომე ივანე ჯავახიშვილთან, შევუხედავ ახლა, თუ დარჩა მისგან ბუნდღა…