რუსეთის საგარეო უწყება მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს , – ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი და ირანისა და სირიის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს.
„მხარეებმა კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების მოძიების, რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის აღდგენისა და ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის შეუფერხებელი კონტაქტების უზრუნველყოფის ორმხრივი განზრახვა დაადასტურეს. ასევე, მხარეებმა ორმხრივი დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების ნორმალიზებისთვის შემდგომი მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ „რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი ინტერესების მქონე საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდება“.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა დღეს მალაიზიაში დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.