„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს

„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს
თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეოთხე როტაციას მასპინძლობენ. თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობას სთავაზობს.
თეორიული სწავლების შემდეგ კოჯრის ბანაკში გუნდური შეჯიბრებები ჩატარდა: ნავიგაციაში, იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. დღის ბოლოს ახალგაზრდებმა სახალისო შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს, სადაც სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთობლივად მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
„ჯარის ბანაკის“ ახალი ნაკადი ერთი კვირის მანძილზე პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს შეისწავლის.
აღსანიშნავია, რომ „ჯარის ბანაკმა“ მესამე და მეოთხე როტაციაზე, თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „ჩვენი ჯარი“-ს მონაწილე მოზარდებსაც უმასპინძლა. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.
Previous: ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე