– სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად

რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ – ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ აჩვენა, რომ ერთიანობას, საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს.
„ამაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა – ყველა უნდა იყოს ჩართული საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჰქონდეს საკუთარი ადგილი და წილი. ეს არ გულისხმობს რომელიმე პარტიის დათმობას, პირიქით – თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელოვანი წონა და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, რაც შემდგომში მინიმუმამდე დაიყვანს დაქსაქსულობასა და შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }