საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პავლე მაჭარაშვილი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინა.
პირველმა მოადგილემ ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა