მოდი, წამოვიდგინოთ, შავი ზღვა, სუბტროპიკული ტყე და ქართული ბუნების დაუჯერებელი სიმშვიდე. ასეთი ადგილიც არსებობს საქართველოში და მას “ბუკნარი” ჰქვია.
ზოგჯერ საკმარისია სულ ერთი ვიზიტი, ერთი მზიანი დღე ზღვის პირას, ერთი სუფთა ჩასუნთქვა იმ ჰაერის, სადაც ზღვის ნოტიო სიო და ტყის სურნელი ერთმანეთს ერწყმის. და ხვდები, რომ უკან დაბრუნება აღარ გინდა. სწორედ ასეთია “ბუკნარი” – ადგილი, რომელიც პირველივე შეხვედრიდან დაგიტოვებს, თავისი სიმშვიდით, ბუნებით და ადამიანზე მორგებული თანამედროვე ცხოვრებით.
“ერთი ჩასვლით შეყვარება” – კამპანიის გზავნილი
“ლისი დეველოპმენტის” გუნდს შეუძლია მშენებლობის პროცესი ახლებური და განსხვავებული პრიზმიდან წარმოაჩინოს, ამის ნათელი მაგალითია “ბუკნარი” და ამ პროექტისთვის სპეციალურად მომზადებული ვიდეო რგოლი, სადაც უტრირებულად ვხედავთ, თუ როგორ სათუთად და უდიდესი სიყვარულით ეპყრობიან ბუნებას „ბუკნარის“ მშენებლები. რადგან პროექტი მშენებლობის პროცესშია, ჯერ მხოლოდ მხოლოდ მათ აქვთ „ბუკნარის“ მაგიურობით ტკბობის ფუფუნება და ამ გამოცდილებასაც მაქსიმალურად იყენებენ. მშენებლები ემოციურად მღერიან „To build a home”-ს, როგორც გზავნილს „ბუკნარის“ მომავალი ბინადრებისთვის, ვისთვისაც რუდუნებით აშენებენ სახლს ჯადოსნურ ადგილას, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდება.
ბუკნარი – ზღვის სიყვარულის ახალი ამბავი საქართველოში
ბუკნარი არ არის მხოლოდ პროექტი – ეს არის ისტორიის დასაწყისი და ზღვისპირეთის ერთი არაჩვეულებრივი ამბავი, სადაც თითოეულმა მშენებელმა იცის, თანამედროვე ინფრასტრუქტურით სუბტროპიკულ ტყეში შეღწევას, სიყვარულით უნდა მოეკიდონ. ამიტომაც არის “ბუკნარი” გამორჩეული პროექტი, რომელიც ბუნებას სუნთქვის უფლებას არ აკარგვინებს, სწორედ ამიტომ ეძახიან ბუკნარს „ახალ ქართულ რივიერას“ – ის გვთავაზობს პრემიუმ ხარისხის დასასვენებელ და საცხოვრებელ სივრცეებს, მაგრამ არა ბუნების ხარჯზე. პირიქით: პროექტის დაგეგმარება ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვით 80% ტერიტორია ბუნებას რჩება, ხოლო მხოლოდ 20%-ზე შენდება სასტუმრო, აპარტამენტები და სხვა ინფრასტრუქტურა. ეს მიდგომა არ არის მხოლოდ კონცეფცია, ეს არის კომპანიის ხედვა მომავლის მიმართ. ბუკნარის პროექტი ემყარება პასუხისმგებლობას, რომელიც კომპანიამ იკისრა ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების მიზნით. ეკოსისტემის დაცვა და ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნება “ლისი დეველოპმენტის” საქმიანობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ამიტომაც არის ბუკნარი ადგილი, სადაც არქიტექტურა და გარემო ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან. ადგილი, სადაც პირველი ჩასვლა უკვე დასაწყისია, გრძელვადიანი და ემოციური ურთიერთობისა იმ გარემოსთან, რომელიც შენთვის შექმნეს.
ახალი ქართული რივიერა – ბუკნარი, სადაც ყველაფერია
„ლისი დეველოპმენტი“ არ არის ჩვეულებრივი დეველოპერული კომპანია. 15 წლის განმავლობაში ბაზარზე მუშაობის გამოცდილებით, გააზრებულად აშენებენ ბუნებასთან ჰარმონიულ ინფრასტრუქტურას, რადგან აქ ყველაფერს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და სუფთა გარემოს შენარჩუნება უდევს საფუძვლად.
ეს გამორჩეული ადგილი, ზღვის პირას, აერთიანებს ყველაფერს, რაც ადამიანებს განტვირთვისთვის სჭირდებათ და მათ შორის 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, პრემიუმ კლასის აპარტამენტებს და სრულად აღჭურვილ ინფრასტრუქტურას. დახურული ინფინიტი აუზი, ღია და დახურული აუზი, სპა და სპორტული დარბაზი, რესტორნები, კომერციული ზონა, აკვაპარკი და პადელის მოედანი – ყველა დეტალი გათვლილია ისე, რომ ბუკნარში მაცხოვრებლების ყოველდღიურობა იქცეს ზღაპრად და წარუშლელ მეხსიერებად.
მშენებლობის პირველი ეტაპი და სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია,ამ ეტაპზე, ფასადის მოპირკეთებითი სამუშაოები და შიდა ტიხრების მოწყობა მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის ბოლოს ბუკნარი პირველი სტუმრების მისაღებად მზად იქნება.
ბუკნარის საცხოვრებელ ბლოკში აპარტამენტების კვადრატულობა იწყება 29კვ.მ-დან 78 კვ.მ-მდე, ასევე მობინადრეებს შეუძლიათ სურვილის მიხედვით შეარჩიონ პირობები: თეთრი კარკასი, რემონტით და ჩაშენებული სამზარეულოთი, ან სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ბუკნარი ყველასთვის ხელმისაწვდომ პირობებს სთავაზობს, რაც თანამედროვე ცხოვრების სტანდარტია, აქამდე განსხვავებული მდებარეობით, სადაც არ კარგავ ურთიერთობას და სიახლოვეს ბუნებასთან.
ბუნებას 80% – მშენებლობას 20% – მომავლის პასუხისმგებლიანი დაგეგმარება
ბუკნარი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, პირველ ზოლში იშლება – ეს ადგილი „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტია, რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს ყველაზე მთავარ კითხვას: როგორ უნდა გამოიყურებოდეს ზღვისპირა ცხოვრება XXI საუკუნეში, მაშინ, როცა ბუნება დაცვას საჭიროებს, და ადამიანი – სიმშვიდეს.
სწორედ ამიტომ გაჩნდა შავი ზღვის პირველ ზოლში ახალი საკურორტო უბანი, რომელსაც „ლისი დეველოპმენტი“ საკუთარ სიყვარულს უწოდებს, რომელიც ერთდროულად თანამედროვე ცხოვრების კომფორტს და ბუნების ხელუხლებელ სილამაზეს აერთიანებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშენებლობა სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან, კომპანიის მთავარი პრიორიტეტია ბუნების ხელუხლებლობის დაცვა.
