უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის შემდეგ ზელენსკიმ პარტნიორებს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა

უკრაინაზე ს მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომლის მთავარი სამიზნე იყო, პრეზიდენტმა მ პარტნიორ სახელმწიფოებს სანქციებისა და სამხედრო დახმარების მხრივ სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა.
რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად კიევში სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სამედიცინო დაწესებულება და სხვა შენობები, მათ შორის ტელეკომპანია მე-5 არხის ოფისი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 10 ივლისს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 397 დრონი და 8 ბალისტიკური, 6 ფრთოსანი და 4 საზენიტო მართვადი რაკეტა, დარტყმის მთავარი მიმართულება კი კიევი იყო.
ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ყველა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 164 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 204 დრონი და რაკეტა კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გააუვნებლეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს 8 ადგილზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით პირდაპირ დარტყმას, 23 ადგილზე კი ნამსხვრევების ჩამოცვენას.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევის გარდა დარტყმა იყო ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის, კიროვოგრადის და ხარკოვის ოლქებზე.
დღეს, 10 ივლისს ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთი „ტერორს ზრდის“ და იმისათვის, რომ შედეგები იგრძნოს, აუცილებელია უკრაინის პარტნიორების სწრაფად მოქმედება ახალი სანქციებით ზეწოლის მიზნით და უკრაინისთვის იარაღის წარმოებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში უფრო სწრაფად ინვესტირება.
ზელენსკის ინფორმაციით, დღეს პარტნიორებთან ექნება საუბრები უკრაინისთვის დრონების წარმოების დამატებით დაფინანსებასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე.
უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება რომში, რომელიც 10-11 ივლისს მასპინძლობს უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას.
ფორუმი