კახა კალაძე – მალე დავიწყებთ კამპანიას, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებში – დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

აშკარად ჩანს, რომ [ოპოზიციის წარმომადგენლები] არეულები არიან, თუმცა ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელიც ემსახურება საქართველოს, ქართველ ხალხს და არ იმართება გარედან.
„დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს. აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან, თუმცა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რას გააკეთებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვისმენთ გარკვეული პარტიების მხრიდან, რომ ისინი ემზადებიან სთვის. აქ მთავარი არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ კამპანიას. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. ერთადერთი ძალა არის “ქართული ოცნება”, რომელიც ემსახურება საქართველოს, ქართველ ხალხს და არ იმართება გარედან,” – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი