სოფელ მირვეთის კეთილმოწყობის და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სოფელ მირვეთის კეთილმოწყობის და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთსა და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის ინფრასტრუქტურის განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად განახლდა შიდა გზების ინფრასტრუქტურა მოეწყო ახალი ღობეები, გზები მოპირკეთდა ფილითა და ბეტონის საფარით, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებისა და უსაფრთხოების პირობებს სოფელში.
მირვეთი ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ტურისტულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე. კერძოდ, მოეწყო ბილიკები და მოსასვენებელი ზონები ულამაზეს ჩანჩქერთან მისასვლელად, რაც ზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს და ქმნის ვიზიტორებისთვის კომფორტულ გარემოს.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები აათვალიერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს