ციხეში არიან კრიმინალები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ციხეში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.
„პირველ რიგში, ციხეში არიან კრიმინალები. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით. ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი და ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა კობახიძემ.
