როგორ დაამახსოვრებს 2023 მსოფლიოს თავს – წლის შეჯამება

2023 წელი რთული იყო. ევროპის კონტინენტზე ომი მეორე წელია გრძელდება, ახლო აღმოსავლეთში კი ორი თვის წინ დაიწყო, თუმცა მისი დასასრული უკრაინის მსგავსად არც ისრაელში ჩანს.
მოლოდინი, რომ ში ომი დასრულდებოდა, არ გამართლდა. თუმცა პუტინის მცდელობაც, ძალისმიერი მეთოდებით მსოფლიო რუკა შეეცვალა, უშედეგო აღმოჩნდა. მეტიც, კრემლის ლიდერმა ფინეთის ალიანსში გაწევრიანებით საკუთარ საზღვრებთან მეტი “ნატო” მიიღო.
ათასობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირი – ევროპის მიწაზე ფართომასშტაბიანი ომი თითქმის 2 წელია გრძელდება, თუმცა მისი დასრულების იმედი არსად ჩანს.
წელს უკრაინისთვის ახალი საგარეო გამოწვევა წარმოიშვა იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა -ის საშინაო პოლიტიკაში. ორად გახლეჩილი აზრი და კითხვა, რომელიც სულ უფრო ხშირად ისმის – გაგრძელდება თუ არა უკრაინის დახმარება, მას შემდეგ, რაც აშშ–ის სენატმა უკრაინისა და სთვის სამხედრო დახმარება დაბლოკა? უკრაინის ეგზისტენციალური ინტერესები – დარჩეს დასავლეთის წამყვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, სასწორზე რჩება.
2023-ში უკრაინის 6 თვიანმა კონტრშეტევითმა ოპერაციამ ს სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი შეცვალა. მთავარი საბრძოლო ამოცანა შეუსრულებელი დარჩა, თუმცა პირველად გამოჩნდა მოსკოვის თავზე უკრაინის დრონები, მას შემდეგ, მსოფლიომ კიდევ არაერთხელ ნახა თუ როგორ იცავს კრემლი დედაქალაქის ცას, კიევის სამხედრო ძალებისაგან.
კიდევ ერთი კრიზისი, რასთან გამკლავებაც ვლადიმერ პუტინს მოუწია, ეს ამბოხებული “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იყო. აჯანყება წარუმატებელი გამოდგა. თავად პრიგოჟინი კი რომელსაც თავის დროზე პუტინის მზარეული შეარქვეს, გაურკვეველ გარემოებებში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

მორიგი ცხელი წერტილი 2023 წელს სამხრეთ კავკასია იყო. ყარაბაღის ათწლეულების კონფლიქტი 24 საათში დასრულდა. ერთ დღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, ალიევმა მთიანი ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, შედეგად თითქმის 120 000 ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა სომხეთში გადასახლებულიყო.

7 ოქტომბერს, ღაზიდან “ჰამასის” ისრაელში შეჭრას და 1000-ზე მეტი ებრაელის დახოცვას ისრაელის საპასუხო დარტყმები და რეგიონში ახალი ომი მოჰყვა. არავინ იცის როდის დასრულდება ან გავრცელდება, თუ არა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები . სისხლიან კონფლიქტს უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
მსოფლიოში მიმდინარე ომებს ყველასთვის მძიმე ფასი აქვს. პლანეტა ეკონომიკური კრიზისისკენ მიდის. ინფლაცია, რეცესია, ენერგო დეფიციტი. მსოფლიო ომების შედეგებს წლების განმავლობაში იგრძნობს.
გეოპოლიტიკური, ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისების ფონზე გავლენებს იკრებს ჩინეთი. მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ მომენტში წელს პეკინთან ურთიერთობის დალაგებას ეცადა ვაშინგტონიც და ბრიუსელიც. დასავლეთიდან ჩინეთში ერთმანეთის მიყოლებით ჩადიოდნენ ევროპელი ლიდერები.
ამერიკელი ამომრჩევლების გამოკითხვის ლიდერი და საარჩევნო კამპანიის პარალელურად- ექს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული 4 სასამართლო საქმე. შემთხვევაა უპრეცედენტოა, რადგან ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვისაც ბრალი წაუყენეს.
წელს ფართომასშტაბიანი, ადამიანური, მატერიალური , ეკონომიკური და ეკოლოგიური დანაკარგები მოიტანა ბუნებრივმა კატასტროფებმა .
50 ათასზე მეტი დაღუპული და მიწასთან გასწორებული 120 ათასამდე შენობა-ბოლო ასწლეულის ყველაზე ძლიერმა მ 6 თებერვალს მასშტაბური ზიანი მიაყენა თურქეთსა და სირიას. სტიქია იმდენად დიდი იყო, რომ თურქეთის დასახმარებლად ათობით ქვეყანა გაერთიანდა.
ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრას ათასობით დაღუპული და დაშავებული ჰყავდა მაროკოში. ნგრევა 6 პროვინციაში მოხდა. ბიძგებმა მთებში მდებარე არაერთი სოფელი ნანგრევებად აქცია. ერთ-ერთი მათგანი ტაფეგაჰტე იყო , სადაც მოსახლეობის ნახევარი უკვე აღარ არსებობს. სტიქიამ ყველაზე მეტად მარაქეში დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
წელს რეკორდულმა სიცხემ და მასშტაბურმა ხანძრებმა მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დააფიქრა კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგებზე.
საბერძნეთში, სადაც ხანძრების გამო ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია დაიწყო, მნიშვნელოვნად განადგურდა კუნძული როდოსი და ლა პალმა. ევროპის კონტინენტი ერთადერთი არაა, რომელიც წელს ტყის ხანძრებმა მოიცვა.
აპოკალიფსი , ცხედრების ქალაქი – ეს სიტყვები ყველაზე ხშირად ისმოდა ჰავაის ხანძრის შედეგებზე საუბრისას. ცეცხლი იმდენად სწრაფად დაიწყო, რომ ადამიანებმა თავის დაღწევა ვერ შეძლეს. შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, ისტორიული ქალაქის ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურდა.
წყალდიდობები, ქარიშხლები და ყინვები – სტიქიურმა უბედურებებმა არაერთი ქვეყანა დააზარალა. ზიანი კი მილიარდებს სცდება.
მძიმე მოვლენების ფონზე იყო უხერხული მომენტებიც. დონალდ ტრამპი, როცა მის ოპონენტ ბაიდენზე ხუმრობდა. წელსაც, ყველაზე ბევრჯერ მედიის ყურადღების ცენტრში სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოხვდა.
დასამახსოვრებელ კადრებს შორის დარჩება ევროპელი ლიდერების თვალწინ- ალბანეთის პრემიერის იტალიელი კოლეგისადმი ამბორი.
დაუნინგ სტრიტზე ჩაკეტილი კარი-დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების პრემიერების უხერხული მომენტი.
ეს მსოფლიო 2023-ია. სამყარო ომით ჩამტვრეული ხიდების მშვიდობით აღდგენის მოლოდინშია, სადაც სისხლიანი კონფლიქტები მოლაპარაკების მაგიდამ უნდა შეცვალოს.

ავტორი: ანი მურადაშვილი