კირ სტარმერს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. როგორც BBC წერს, ლიდერები ლონდონში 37-ე ფრანგულ-ბრიტანულ სამიტს დაესწრებიან.
გამოცემის ცნობით, დღეს დილით მათ შორის გამართული საუბრის მთავარი თემა მიგრანტების საკითხია. კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი განიხილავენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ლა-მანშის გადაკვეთას მცირე ნავებით ცდილობენ საფრანგეთში დააბრუნებს.
ყოველი უკან დაბრუნებული მიგრანტისთვის საფრანგეთი გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მაძიებელს გაგზავნის – შესაძლოა, ისეთს, რომელსაც დიდ ბრიტანეთთან ოჯახური კავშირი აქვს.
როგორც BBC წერს, ლა-მანშის სრუტეზე მიგრანტების რაოდენობა წელს 56%-ით გაიზარდა. 6 ივლისის მონაცემებით, 2025 წელს დიდ ბრიტანეთში პატარა ნავებით სულ 21 117 მიგრანტი ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა