“ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი – ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?” – ვარდიაშვილი

“ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი – ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?” – ვარდიაშვილი
ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი:
ხარაგაულში, მძიმედ დამეწყრილ ხემაღალში, სადაც მთაზე შეკიდული სოფელი შუაზეა გადახსნილი და ქვედა ნაწილი ყოველდღიურად შორდება ზედას, პირველი სახლი, სადაც დავიძახეთ, სკოლის დირექტორის აღმოჩნდა. მობრძანდით, ბატონო, მობრძანდით – აბა, თავიდან რა იცოდა ჟურნალისტები რომ ვიყავით და ხელგაშლილი გამოქოთქოთდა შუა ხნის იმერელი ქალი. ცალი ხელით თმას იკრავდა, მეორე ხელით გვანიშნებდა, რომ ჭიშკარი შეგვეღო, აჩქარებული ნაბიჯით ჭრიდა ეზოს. – ჟურნალისტები ვართ, ნაპრალების ნახვა გვინდა, როგორ მივაგნოთ – შუა გზაზევე მივაძახე მე. თითქოს რაღაცამ უკნიდან მოქაჩა, ჩვენი გულღია და მხიარული მასპინძელი ადგილზე გაშეშდა. – ვერიდები კომენტარებს, სკოლის დირექტორი ვარ და… რაღაცნაირად ისე გულწრფელად გვითხრა, თავი დავუქნიე, გავუღიმე. კომენტარი არ გვინდა, უბრალოდ გზა მიგვასწავლეთ მეთქი. – აღარაა ისეთი საშიში, აქ, ამ ადგილას არც არაფერია – გვეუბნება – პირდაპირ მის ჭიშკარზე გადის ბეტონის გზის მომცრო ნახეთქი. ზედ ვდგავარ. – მაი აფერი შენიშნავს ჩემს მზერას, პატარავდება კიდეც. – მეწყერზე მეუბნება. ანუ უნდა დავიჯერო რომ მეტრობით ქვემოთ ჩამოწეული სოფელი ზევით ადის. – მხარში გვიდგია მთელი მთავრობა, ყველა აქაა, გვაქცევენ ყურადღებას, მადლობლები ვართ – აგრძელებს, არაფერი სამდურავი არ გვაქვს, მთავარია მშვიდობა იყოს – ხელისუფლების მთელი მესიჯბოქსი ამოგვილაგა 5 წუთში, არადა უბრალოდ გზის სწავლება გვინდა მთავარ ნაპრალამდე, მეტი არაფერი. – გასაგებია,მთავრობაზე არ გეკითხებით, სოფელი რა ყოფაშია ეგ გვაინტერესებს, ვამშვიდებთ. ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა. – ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი.” ზევით იარეთ – ბოლოს გვეუბნება, სულ ზევით და მარცხნივ, მარჯვნივ არ გოუხვიოთ არსად. ბოდიში – კიდევ იმეორებს და სახლისკენ სწრაფად ბრუნდება. Aleksandre Keshelashvili იყო ჩემთან ერთად და არ მომცემს უფლებას თუნდაც სიტყვა გადავაჭარბო. ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?!