მზიურთან, გიორგი ტყემელაძის სახლის ადგილზე 12 სართულიანი სახლი აშენდება

გიორგი ტყემელაძემ როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, მისი ყოფილი სახლი ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების პროგრამაში აღმოჩენილიყო და ახლა კალაძის ბრძანებით, უკვე როგორც ვიცე-მერი აკონტროლებს თავისივე განკარგულების აღსრულებას.
🔴 თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის და თბილისის მოქმედი ვიცე-მერის გიორგი ტყემალაძის მიერ 2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში მიწის 3 ნაკვეთი და 1 სახლი იყო.
🔴 დეტალურად კი, გიორგი ტყემალაძე ფლობდა თბილისში, ჭავჭავაძის 21ა-ში მდებარე 198 კვ.მ და 159 კვ.მ ბინების 50%-ს და ამავე მისამართზე მდებარე 1442 კვ.მ მიწის 25%-ს. ის ასევე ფლობდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ლილოში და დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში მდებარე 2000 კვ.მ მიწის 50%-ს. ყველა ეს უძრავი ქონება მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული და ძმასთან ერთად ინაწილებს.
🔴 ჭავჭავაძის 21ა-ში, მზიურის პარკის ჩასასვლელთან მდებარე უძრავი ქონება გიორგი ტყემალაძის სამომავლო დეკლარაციაში სავარაუდოდ აღარ მოხვდება, რადგან ტყემალაძეების ოჯახმა სახლი გაასხვისა და მიმდინარე წლის აპრილიდან მესაკუთრე შპს “ჰაუსარტ მზიური პლაზაა”, კომპანიამ ბოლო 6 თვეში სახლის დემონტაჟის ნებართვაც მიიღო, განახორციელა კიდეც და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ადგილზე კორპუსის აშენების მცდელობა, როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ჩანს, ადრეც იყო, ამისთვის თანხმობებიც არის მიღებული, კ-2 კოეფიციენტიც 3.5-დან 4.2-მდე გაიზარდა, თუმცა რატომღაც არ განხორციელდა.
🔻 ამჟამად კი კომპანია ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რომლის 3 სართულიც მიწისქვეშ იქნება, 12 კი მიწის ზემოთ.
🔻 მიმდინარე წლის მაისში თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ ამჯერად 6.4-მდე გაზრდილიყო და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლებისთვის თბილისის მერიას შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად თანხმობა მიეცა.
🔻 20 მაისს გამოცემულ განკარგულებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აწერს ხელს.
📍 10 ივნისს კი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ ბრძანება უკვე თბილისის მერმა მ გამოსცა და ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ვიცე-მერს დაავალა, რომლის პოსტსაც 21 მაისიდან გიორგი ტყემალაძე იკავებდა. რაც შეეხება თავად შპს ჰაუსარტ მზიური პლაზას, კომპანიის დირექტორი და 100%-ის მფლობელი დიმიტრი ვაჩნაძეა. რომელიც წილებს სხვადასხვა კომპანიებში ფლობს.