კიდევ ორი სოფელი გასახლების პირისპირ – მეწყერი ხარაგაულში უკან არ იხევს

ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში გაჩენილი მეწყრიდან ერთი თვის შემდეგ, ამ სოფლებში ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

მეწყერი უკან არ იხევს და ნაპრალებიც ფართოვდება.

სტიქიის შუაგულში აღმოჩენილი 21 ოჯახი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. ახლა ყველა შემაჯამებელ გეოლოგიურ დასკვნას ელის, რის შემდეგაც გადაწყდება – კიდევ ორი სოფელი დაიცლება თუ ხალხი იქ ცხოვრებას ისევ შეძლებს.

პირველადი დასკვნით, მეწყრის მიზეზი ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობები გახდა.

ნათელა რიკაძის სახლი სოფელ ხემაღალში საცხოვრებლად აღარ გამოდგება და როგორც მისი პატრონი გვიყვება, საძირკველგამოცლილი, ფაქტობრივად, ხრამის პირას დგას.

სოფლის მკვიდრთაგან ნათელა ერთ-ერთია, ვის ეზოშიც ერთი თვის წინ მიწას პირველი ნაპრალები გაუჩნდა, მის სახლქვეშ გაიარა და საძირკველი დაანგრია.

მსგავსი რამ სოფელში მანამდე არავის უნახავს.

ახლა ნათელა რიკაძის სახლში შესვლაც სახიფათოა და ეზოში გავლაც, რადგან მეწყრის ზომა ყოველდღე იზრდება.

„ჩემთან რაც ხდება, მგონი, ეგეთი ვითარება არც არსადაა. მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ამ სახლში 47 წელი გავატარე, სამი შვილი გავზარდე და წამში გაქრა ყველაფერი“, – გვიყვება ნათელა.

მისი ოჯახი დროებით მეორე, პატარა სახლში გადავიდა, რომელიც მეწყრის ეპიცენტრიდან დაახლოებით სამას მეტრშია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მიწაც მალე შეიძლება სახიფათო გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ