კახეთში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია | შსს-მ გამოძიება დაიწყო

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
ავტორი: ია გულიაშვილი
იხილეთ ასევე:
· კახეთში კაცმა სტუმრად მისული თანასოფლელი მოკლა