საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს თუ ვინ და რამდენითაა ევროკრატიის კმაყოფაზე

საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს თუ ვინ და რამდენითაა ევროკრატიის კმაყოფაზე
კარგი საქმე გაკეთდა ევროპარლამენტის სიდიდით მესამე ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ მიერ, რომელმაც აამოქმედა ვებგვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანაში, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია და რა ოდენობის გრანტით დააფინანსა ევროკომისიამ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს თუ ვინ და რამდენითაა ევროკრატიის კმაყოფაზე.
„კარგი საქმე გაკეთდა ევროპარლამენტის სიდიდით მესამე ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ მიერ, რომელმაც აამოქმედა ვებგვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ. ვებგვერდზე ხელმისწავდომია ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანაში, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია და რა ოდენობის გრანტით დააფინანსა ევროკომისიამ.
საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს თუ ვინ და რამდენითაა ევროკრატიის კმაყოფაზე.
„პატრიოტები ევროპისთვის“ პრეზიდენტი კინგა გალი აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში ევროკომისიამ არასამთავრობოებთან 37 000 კონტრაქტი გააფორმა და ჯამში 17 მილიარდი ევრო დახარჯა. ევროპარლამენტარ გალის თქმით, დროა „ენჯეოების“ ბუნდოვანი დაფინანსება გამოააშკარავდეს, რადგან არასამთავრობოების დიდი ნაწილი პოლიტიკური აქტივისტების ქსელს წარმოადგენს, რომლებიც უცხო ქვეყნებში არჩეული მთავრობების წინააღმდეგ მუშაობენ.
„ჩვენ ვამხელთ არასამთავროების საეჭვო ქსელს, რომელიც კომისიის დაფინანსებით მოქმედებს ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესის წინააღმდეგ. ვმუშაობთ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული კონტრაქტების გასაჯაროებაზე. ამ მიზნით ავამოქმედეთ ვებგვერდი, სადაც ყველა მარტივად მოიძიებს კონტრაქტებზე ინფორმაციას.
2019-2023 წლებში ევროკომისიამ არსამათავრობო ორგანიზაციებთან 17 მილიარდის ოდენობის 37 ათასი კონტრაქტი გააფორმა. მათ შორის აქტივისტ ორგანიზაციებთან, რომლებიც პოლიტიკური აქტივიზმით არიან დაკავებულები. ისინი დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს უჩივიან, თავს ახვევენ იდეოლოგიურ დღის წესრიგს“, – განაცხადა გალიმ.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე