“მივმართავ ს, თქვენ ხართ მთავარი ბარიგები, თქვენს გარეშე ნარკოტიკი ვერ შემოვა” – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე “ოცნების” ხელისუფლებას მიმართავს და ამბობს:
ბავშვებს, ახალგაზრდებს რომ დაერიეთ, ნარკოლოგიურში წაიყვანეთ, ს მივმართავ, გადაამოწმე , ანრი ოხანაშვილი, გეკა თუ ვინც არის შს მინისტრი, ბავშვებს რომ დასდევთ, საჯარო მოხელეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები გადაამოწმეთ ნარკოტიკული ნივთიერებაზე, აბა, ნახეთ, ხომ არ ამოუგდებს შემთხვევით ვინმეს. კალაძის სტრუქტურა შეამოწმეთ და მოხმარებაში კი არა, მკვლელი ნარკოტიკის გასაღებაშიც ხომ არ იღებს ვინმე მონაწილეობას. აქტივისტებს რომ დასდევთ, სახლში უვარდებით, ე.წ მთავრობის წევრებისგან დაიწყეთ შემოწმება, გადაამოწმეთ, ხომ არ ამოუგდებს. ყველას კარგად ესმის, რომ თქვენ ხართ მთავარი ნარკოტიკის ბარიგები, თქვენს გარეშე ნარკოტიკი ვერ შემოვა, ივანიშვილის გარეშე ნარკოტიკი როგორ შემოდის, როგორ საღდება და მართლა გგონიათ, რომ სულელები ვართ და გვგონია, რომ ციდან ცვივა ნარკოტიკები? თან მკვლელ ნარკოტიკებზე ვსაუბრობ, იმაზე არა ახლა რომ ადამიანებს მოშარდვას აძალებთ და დასდევთ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაამოწმეთ თქვენი კოლეგები.
გუშინ დაწყებული მასობრივი ნარკოშემოწმებები დღესაც გაგრძელდება. ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გუშინ ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლა მოსთხოვეს, ზოგს მეგობრის სახლში მიაკითხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“