მოსკოვი ერევანს მოუწოდებს, რუსების შესვლის შეზღუდვის “მავნე პრაქტიკა” შეწყვიტოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი მოქალაქეებისთვის სომხეთში შესვლის შეზღუდვას მტრულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის არსებული მოკავშირეობრივი ურთიერთობის ხასიათს – 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ თქვა, რომ ე.წ. სტოპ-სიების თემა სომხეთთან ურთიერთობაში კვლავ აქტუალურია.
„ჩვენ ვუყურებთ ს მოქალაქეებისთვის შესვლაზე დაწესებულ აკრძალვებს,
როგორც მტრულ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რუსულ-სომხური ურთიერთობების მოკავშირეობრივ ბუნებასთან”.
მისი თქმით, რუსეთს ხშირად უწევს აღნიშნული საკითხის კომენტირება როგორც საჯაროდ, ისე კულისებს მიღმაც. ზახაროვამ მოუწოდა სომხურ მხარეს, შეწყვიტოს ეს „მავნე პრაქტიკა“.
ზახაროვას განცხადებით, საკითხი განიხილეს სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაშინ, როცა მაისში ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა. მისივე თქმით, რუსულმა მხარემ სომხეთს გაუიზარა კონკრეტული ნაბიჯები არსებული წინააღმდეგობების მოსაგვარებლად და ახლა ელოდება ს რეაგირებას.
ზახაროვას კომენტარები მოჰყვა იმ ინფორმაციას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებმა არაერთ რუს მოქალაქეს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე, მათ შორის — პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს.