მილანში, La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორივე მხარემ გასული სეზონის შედეგები გააანალიზა და სამომავლო განვითარებისა და პოტენციური რეგიონული გაფართოების გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა Gazzetta-ს ბრენდის ძლიერ ზრდას საქართველოში, ადგილობრივი საზოგადოების მზარდ ჩართულობასა და ქართველი სპორტის გულშემატკივრებისთვის ინოვაციური კონტენტ სტრატეგიების წარმატებით განხორციელებას.
La Gazzetta dello Sport-ის დირექტორმა, ჯანლუკა ვარანომ, ზემოხსენებული პროგრესით კმაყოფილება გამოთქვა: “ჭეშმარიტად საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება Gazzetta-ს ბრენდი საქართველოში, თუ როგორ იპყრობს ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ვნებასა და ზოგადად რეგიონში როგორ ამკვიდრებს სპორტულ ჟურნალისტიკაში ახალ სტანდარტს. ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ამ მოგზაურობის ერთად გაგრძელებაში.”- განაცხადა ჯანლუკა ვარანომ.
“La Gazzetta dello Sport-თან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, გლობალურად აღიარებული სპორტული მედია ბრენდი ქართველ გულშემატკივრებთან უფრო ახლოს წარმოგვეჩინა. ჩვენ ვამაყობთ მიღწეული პროგრესით და სრულად ვართ ერთგულნი Gazzetta-ს საქართველოში შემდგომი განვითარებისა და რეგიონული შესაძლებლობების ერთობლივ ათვისებაში.”- SMH Global-ის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა მაჭავარიანი.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს პოტენციური თანამშრომლობა და რეგიონული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს Gazzetta-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას, ამავდროულად, სპორტულ მედიაში ბრენდის ხარისხის, სანდოობისა და ინოვაციებისადმი ერთგულების შენარჩუნებას.
La Gazzetta dello Sport-ი ოფიციალურად, 2024 წლის 31 იანვარს შემოვიდა ქართულ მედიასივრცეში. ერთ წელზე მეტია მსოფლიოში წამყვანი სპორტული მედია საქართველოში წარმატებით ოპერირებს. La Gazzetta dello Sport Georgia-მ ამ დროის განმავლობაში, ქართულ სპორტულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა.
SMH Global-ის ჩართულობით, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა საქართველო, სადაც La Gazzetta dello Sport-ის ფრანჩიზმა ოპერირება ექსკლუზიურად დაიწყო.
SMH Global-ი ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედიაპლატფორმის, La Gazzetta dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი გახდა.
