პოლიციამ საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოფისებში რეიდი ჩაატარა

პოლიციამ საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოფისებში რეიდი ჩაატარა
საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისსა და პარტიის ლიდერების ოფისებში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა ავრცელებს.
ბარდელა წერს, რომ მათ ოფისებში ოცამდე შეიარაღებული ოფიცერი შევიდა. ამოიღეს დოკუმენტები, საბუღალტრო ჩანაწერები და ელექტრონული ფოსტის ინფორმაცია.
ფრანგი ევროპარლამენტარის თქმით, ეს უპრეცედენტო ოპერაცია დაშინების კამპანიის ახალი ნაწილია და წარმოადგენს დემოკრატიაზე თავდასხმას.
გამომძიებლები კი აცხადებენ, რომ გასულ წელს აღძრული საქმე პარტიის დაფინანსების კანონიერებას ეხება.
Previous: „მაღალი შეხვედრების” ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს