„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოსანახულებლად ჩავიდნენ.
მისივე თქმით, მაღაროელები ელემენტარულ სამუშაო პირობებს, საკუთარი შრომის ანაზღაურებას და დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას ითხოვენ.
„უკვე რამდენი დღეა ჭიათურაში რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს და მათ პირი ამოკერილი აქვთ. ამასთან, რამდენიმე მათგანი კი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში არიან გადაყვანილები. ეს ადამიანები სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ.
გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის და თუ ვერ არის, მაგრამ იქნებ როგორმე [ვინმემ] ხელისუფლებიდან გამონახოს დრო და ენერგია იმისთვის, რომ ჩავიდეს და ამ ხალხს გამოელაპარაკოს”, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
