ანდრეი ერმაკი – რუსების მიერ გამოყენებული „შაჰედების“ რაოდენობა არაეფექტური გახდება

ღამით ჩვენმა დრონმა-ჩამჭრელებმა მტრის სამიზნეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდეს, რუსული „შაჰედების“ რაოდენობა მომავალში არაეფექტური გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ღამით უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა თავდასხმა მაშინ განახორციელა, როცა შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ს იარაღს მიაწვდიდა.
„ჩვენმა ჩამჭრელმა დრონებმა დიდი რაოდენობით სამიზნეები ჩამოაგდეს. შემდგომში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და, ზოგადად, რუსული „შაჰედების“ მთელი ეს რაოდენობა არაეფექტური გახდება“, – აღნიშნა ერმაკმა.
შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინას წუხელ რეკორდული რაოდენობის, 741, დრონებით და რაკეტებით შეუტიეს.