თორნიკე ფარულავა უცხოელ პარტნიორებთან აშავებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნისთვის ზიანის მომტან ე.წ ოპოზიციასთან

თორნიკე ფარულავა უცხოელ პარტნიორებთან აშავებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნისთვის ზიანის მომტან ე.წ ოპოზიციასთან
გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.
გამსახურდიას თქმით, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, აღნიშნული შემადგენლობით, საქართველოსთვის პოზიტიური საქმის კეთებაზე რაიმე ფიქრიც კი, რამდენადაც თორნიკე ფარულავა რამდენიმე ადამიანთან ერთად, საზღვარგარეთ გამართულ ყველა შეხვედრაზე, აშავებდა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნისთვის ზიანის მომტან ე.წ ოპოზიციასთან.
„ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, ამ შემადგენლობით, ქვეყნისთვის პოზიტიური საქმის კეთებაზე რაიმე ფიქრიც კი.
ეს ბატონი, თორნიკე ფარულავა, კიდევ რამოდენიმე ადამიანთან ერთად, უცხოელ პარტნიორებთან საზღვარგარეთ წარმოებულ ყველა შეხვედრაზე, აშავებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნისთვის ზიანის მომტან ე.წ ოპოზიციასთან. ძალიან კარგი რომ ესეთი ბიომასები ტოვებენ სამინისტროს რიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი და მის კვალს ბევრი გაყვება.“-წერს გამსახურდია Facebook-ზე.
Previous: ხალხში მძაფრი სურვილია იმის, რომ საქართველოში არეულობა არ იყოს და არ მოხდეს რევოლუცია

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში