წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა

წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა
წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღია კარის დღით დასრულდა.
სარეაბილიტაციო ცენტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს კვირეულის ბოლო დღეს უმასპინძლა. სამხედროების ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ.
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი კვირის განმავლობაში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. თამაშები გაიმართა: კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს – 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეულის ჩატარება დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებასა და სოლიდარობას გამოხატავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს